logo
ENG



უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18 ივნ 202220:58
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში მებრძოლი მოხალისის თორნიკე გოგუაძის ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

"რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ ჩემი ქართველი თანამებრძოლი, რომელიც ორი თვე ჩვენ გვერდით იყო, ბრძოლაში დაიღუპა.

თურმე დაჭრილი უკრაინელი არ დატოვა და მისი გამოყვანის დროს ზურგში ესროლეს. ჩემს ოთახში ეძინა, ჩემს ათეულში იყო. ენა მებმის და სიტყვებს ვერ ვპოულობ. დიდება გმირებს !" - სოციალურ ქსელში წერს გოგუაძე.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

დღეის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთთან ომს 13 ქართველი მებრძოლი შეეწირა: დავით რატიანი, რატი შურღაია, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა, კირილ შანავა, გიორგი გრიგოლია.

 

close დახურვა